ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 февраля 2018 г.

"შენს მერე მიყვარს ფიქრი"

შენს მერე მიყვარს ფიქრი,
აგორებული ზვირთად...
მერე კი ჩემი კერა
მხრებზე, რომ მაწევს ტვირთად...
ჯერ, შენ მიყვარხარ!
ჯერ, შენ!
შენით ვიპოვე თავი,
შენით გამითბა სული,
შენითვე ვიცანი ავი...
შენით შევიცან ყველა
და დროის სამი ფერი,
მინდა მოგიძღვნა ერთად
სამყაროს ყველა ფერი...
ჯერ,შენ მიყვარხარ!
ჯერ,შენ!
ფიქრით შენათან ვარ კრძალვით,
შენსკენ მოვილტვი ისევ,
მთელი გრძნობით და ძალით...


გიორგი ხვედელიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий