ღმერთი

ღმერთი

пятница, 8 сентября 2017 г.

შენ არა გაქვს მეფის გვარი ..- იოსებ ნონეშვილი

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი.
ხარ ყინწვისის ანგელოსი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე
გაღიმება გიხდება.
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?..

(მაია ქართველს)



Комментариев нет:

Отправить комментарий