ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 августа 2017 г.

კონსერვატიზმი. Conservatism

კონსერვატიზმი Conservatism

იდეურ–პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანია შეინარჩუნოს მდგრადი ტრადიციები და წინ აღუდგეს რადიკალურ ცვლილებებს. ტეთჩერის განსაზღვრებით, კ., როგორც პოლიტიკური პრაქტიკა, უპირატესობას ანიჭებს ძველ და კარგად შესწავლილ გზებს და არა ჯერ გამოუცდელი და არაპროგნოზირებადი ბილიკების ძიებას და გამოყენებას. თანამედროვე ევროპული კ. წარმოიშვა როგორც რეაქცია განმანათლებლობასა და საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე. მიიჩნევენ, რომ კ–ის იდეები პირველად გადმოცემულია ბრიტანელი მოღვაწის, ენდმუნდ ბერკის წერილებში. კონსერვატორებისათვის უცვლელი და პრიორიტეტული ღირებულებებია ოჯახი, რელიგია და ტრადიციები, კლასიკური, ბერკის ტიპის კ. ამართლებდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას, რადგან მიიჩნევდა, რომ რეალურად ადამიანები არ არიან თანასწორნი. თანასწორობის ერთადერთი შესაძლო სახე, ბერკის მიხედვით, არის ზნეობრივი თანასწორობა. კ. ამართლებს და იწონებს კერძო საკუთრების არსებობას და მას ინდივიდის თავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს. განსხვავებულად განიხილავენ კონსერვატორები ადამიანსაც. განმანათლებლობის საპირისპიროდ, ისინი ადამიანს ნაკლოვან არსებად მიიჩნევენ, რომლის ბუნებისთვისაც განმსაზღვრულია არა გონება (მისი წილი უმნიშვნელოა ადამიანის მოღვაწეობაში), არამედ ზნეობა, ჩვევები, ტრადიციები და მოთხოვნილებები. ადამიანთა თანაცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა დიდი დროის განმავლობაში, თანდათანობით ყალიბდება და მკვეთრი, რევოლუციური ცვლილებები დამღუპველი იქნება მისთვის. ამიტომ, კონსერვატორები, რომლებიც შეიძლება დათანხმდნენ სახელმწიფოში გარკვეული რეფორმების ფრთხილ გატარებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციურ განვითარებას, ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რევოლუციას. კონსერვატიული პარტიის სახელწოდება პირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს ტორების მიმართ 1832 წელს პარლამენტში გამართული საარჩევნო რეფორმის ირგვლივ გამართული დებატების შემდეგ. თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში წმინდა სახის (ბერკის ტიპის) კ. აღარ არსებობს. სინამდვილეში გვაქვს კონსერვატიული პარტიების ფართო სპექტრი, ბრიტანეთში კონსერვატიული, შტატებში რესპუბლიკური, გერმანიაში ქრისტიან–დემოკრატებისა და სხვათა სახით.

dictionary.css.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий