ღმერთი

ღმერთი

среда, 9 апреля 2014 г.

ქეთი პერის "ბნელი ცხენი" - ილუმინატების მორიგი პროპაგანდა


ქეთი პერის "ბნელი ცხენი" არის მხიარული და ფერადოვანი ვიდეო, რომლის სიუჟეტი ვითარდება ევიპტეში. თუმცაღა მულტფილმის მსგავსი ფერადoვანი ვიდეოს მიღმა მაყურებლის მზერას წარმოუჩნდება ოკულტური ელიტის სიმბოლოებისა და გზავნილების დიდი რაოდენობა. მოდი, განვიხილოთ ეს ვიდეო.

ქეთი პერი არის უდიდესი პოპ ვარსკვლავი, მისი სიმღერები და ვიდეობი ძირითადად განკუთვნილია თინეიჯერთა და კიდევ უფრო ადრეული ასაკის მაყურებელთათვის,თუმცაღა მისი მომხიბვლელობა ზრდასრულ მაყურებელთა ყურადღებასაც იქცევს. ეს კი მას სრულყოფილ იარაღად აქცევს ილუმინატების ხელში, რათა მისი შემოქმედების წყალობით საზოგადოებამდე მიაღწიოს სხვადასხვა სახის შეტყობინებებმა, უფრო მეტიც, როგორც წერენ, მისი სიმღერები და ვიდეოები სწორედაც რომ მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება. თუმცაღა "ბნელი ცხენი" ყველა ზღვარს სცილდება, ეს არის ილუმინატების ყოვლად ულმობელი და დაუფარავად გამოხატული სიმბოლიზმი, მასთან ერთად კი ოკულტური ელიტის განუყოფელი ბრენდი შავი მაგიისა და ცნობიერების კონტროლის ელემენტებით. კლიპში იგი "კეტი-პატრას", ანუ ეგვიპტის ფარაონ კლეოპატრას როლს ასრულებს, რომელიც ანტიკური ეპოქის სექს სიმბოლოდაა ცნობილი. როგორც "კეტი-პატრა" მბრძანებლობს თავის ხელქვეითებზე, ისევე ოკულტური ელიტა მბრძანებლობს მთელს მსოფლიოზე.

ჩვენს სტატიაში "2014 წლის გრემის დაჯილდოვება", უკვე აღვწერეთ კეტი პერის გამოსვლა, როგორც შავი მაგიური რიტუალი, რომელიც შენიღბული იყო მუსიკალური დადგმის სახით. ეს ვიდეო სწორედაც რომ ეგვიპტური შავი მაგიიდან იღებს ფესვებს. ეს ჯადოქრობა აერთიანებს ასევე დღევანდელობის საიდუმლო და ბნელ საზოგადოებებს.

სანამ ვიდეოს ვნახავდეთ, მოდი, თვალი გადავავლოთ მის ანონსს, რაც რამოდენიმე საინტერესო ელემენტს შეიცავს.


ანონსში ნახსენებია ევიპტის "ჯადოსნური დედოფალი". ჩვენ ვხედავთ თავისი ხელქვეითების წინ მჯდომ დედოფალს, სადაც ხელქვეითები ცნობიერების კონტროლის სიმბოლოებს, იგივე სექსუალურ კნუტებს წარმოადენენ.

შემდეგ ანონსი გვაუწყებს, რომ დედოფალთან შეხვედრამდე მეფემ უნდა იმოგზაუროს ბრუკლინიდან ბაბილნამდე. ბაბილონი მდებარეობდა ამჟამინდელი ერაყის ტერიტორიაზე, იგი წარმოადგენდა ნამდვილ სატახტო ქალაქს, რომელსაც ანტიკური ხანის სხვადასხვა იმპერიები მართავდნენ, და დიდი ხანია შავი, მაგიური ელიტის ეპიცენტრს წარმოადგენს.

მოდით გადავხედოთ თვითონ ვიდეოსაც:


ბნელი ცხენი

"ბნელი ცხენი"-ის სიუჟეტი ეგვიპტის ფერადოვან და ბავშვივით მეგობრულ ვერსიაში ვითარდება, სადაც პერი თამაშობს ეშმაკ, გაუმაძღარ, ეგოისტსა და დესპოტ ფარაონს,სახელად კლეოპატრას მსგავსად "კეტიპატრა" ჰქვია. ის ხოცავს კაცებს, როგორც მის საკუთრებებს. რა "საყურადღებო" გაკვეთილია ეს კლიპი 14 წლამდე გოგონებისთვის, არა? კეტი-პატრას ეს ახირება მიანიშნებს ოკულტური ელიტის ძალაუფლებაზე სხვადასხვა სახელმწიფოებზე და მათგან მიღებული შემოსავლების მისაკუთრებაზე (კლიპში ისინი წარმოდგენილნი არიან მეფეთა სახით). ეს კარგი გაკვეთილია დანარჩენი მსოფლიოსთვის.


ილუმინატი ფარაონი

მთელს ვიდეოს წითელ ზოლად გასდევს ის ჭეშმარიტება, რომ "კეტი-პატრა" არის ბოროტი ტირანი, რომელიც იყენებს შავ მაგიას, რათა გააკონტროლოს და გაანადგუროს ხალხი, სანამ მის ფეხებთან თავმოყრილნი არიან კნუტი მონები. ზუსტად იგივეს აკეთებს დღეს ოკულტური ელიტა. ცხადია კლიპი სავსეა ისეთი უხეში სიმბოლოებით, რითაც გასაგები ხდება, რომ შემსრულებელი არის ილუმინატების თოჯინა და წარმომადგენელი.


მის პარიკზე ჰორუსის თვალია აღბეჭდილი...შესანიშნავია.

ცალი თვალის დაფარვა, ეს ის ნიშანია რითაც ნათელი ხდება ყველაფერი.

"კეტი-პატრა" შიშველია გარს კი ეგვიპტის ღმერთები აკრავს.

აპეპი არის ეგვიპტური "ღმერთ"-დემონი, რომელიც გამოისახება გველის ან გველეშაპის სახით. ის გაიგივებულია სიბნელესა და ქაოსთან. ის არის სინათლის, წესრიგისა და ჭეშმარიტების მტერი; თუ გავითვალისწინებთ იმას რაოდენ ვერაგულად მართავს "კეტი-პატრა" თავის სამფლობელოს, თანაც მას შემოხვევია აპეპი, ადვილად მივხვდებით,რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი მინიშნებაა ილუმინატთა ძალაუფლებაზე.

რეპ-ჯგუფ "სამი 6-იანის მაფია"-ს (Three 6 Mafia - რეპ-ჯგუფი ქ. ტენესიდან. მემფისის შტატი (აშშ)) რეპერის ჯიუსი ჯეის გამოჩენა კლიპში მართლაც ზედგამოჭრილი და სიმბოლური ჟესტია. იგი გამოდის სარკოფაგიდან, რომელიც აღჭურვილია ოკულტური ელიტის უსაყვარესი სიმბოლოთი, კერძოდ, ჰორუსის თვალით სამკუთხედის შუაგულში.

ცალი თვალის სიმბოლო მხოლოდ გვიპტური როდია, ამავე დროს ის წმინდა მასონურიცაა. მეტიც, ვიდეოში ასახული უამრავი სიმბოლო ეგვიპტური სულაც არ არის, არამედ ოკულტური ელიტის კონკრეტულ სიმბოლოებს წარმოადგენს.

თუმცაღა უწინარეს ყოვლისა არ უნდა დაგვავიწყდეს დღის წესრიგის სხვა ნაწილიც, კერძოდ: ახალგაზრდა თაობის მოწოდება ჰიპერ-სექსუალიზაციისკენ.

ძლიერი ფარაონის პარალელურად "კეტი-პატრა" ყოველთვის პოულობს დროს ძელზე საცეკვაოდ. სცენაზე, რომელზეც ჰორუსის თვალია აღბეჭდილი მის ცეკვას იმეორებენ კეტის უკან მდგომი მისივე კნუტი-მონები, მსგავსად იმ ახალგაზრდა თაყვანისმცემლებისა, რომლებიც ბაძავენ მას და რომელთაც კეტი პერი ფისოებს უწოდებს.

ბიჭებს ისეთი გამომეტყველება აქვთ თითქოსდა კითხულობენ: "თქვენც ხომ არ გინდათ ბრილიანტი? ეს ცალთვალა მთხოვნელი კიდევ ერთი იდიოტია, რომელიც მლიქვნელობით ელიტის ქვეშევრდომობას ცდილობს.

"კეტი-პატრა" მაშინათვე უბრძანებს თავის მონებს გამოსტაცონ მთხოვნელს ბრილიანტი.


კეტი-პატრა ამოწმებს ბრილიანტს დიდი ჰორუსის თვალის ფორმის საგნით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს საგანი გაუმჭვირვალეა.

აღნიშნული გამოსახულება სიმბოლურია რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი: ვიდეო მაყურებელს ეუბნება, რომ კეტი პერი ამ კლიპში ოკულტური ელიტის როლს ასრულებს, მეორე: მას არ შეუძლია რაიმე დაინახოს ამ საგნის დახმარებით, რადგან ის გაუმჭვირვალეა. სამაგიეროდ პერი ბრილიანტს ელიტის თვალით უმზერს, რომელიც ფოკუსირებულია გაუმაძღრობაზე, ძალაუფლებასა და მატერიალური ქონების ფლობაზე; და ბოლოს, ვიდეოს მიზანია აჩვენოს, რომ ელიტას სურს, რათა ვიდეოს მაყურებელი მოზარდები ყოვლთვის დაუცველნი იყონ ყოვლისმხედველი თვალის წინაშე.

ვიდეოს გაანალიზებას აქ ვერ შევწყვეტთ. კიდევ რა უნდა იცოდეთ ამ ვიდეოს შესახებ? კეტი პერის მიერ ბრილიანტის შემოწმება და ჰორუსის თვალის მსავსი საგნით ცალი თვალის დაფარვა 100%-ით აგრძელებს იმ თემას, რაზეც კი როდესმე გვისაუბრია ამ საიტზე. მსგავსი რამეები მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულ ვიდეოებშიც ხდება.როგორ შეუძლია ვინმეს იმისი თქმა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა? მაგრამ, მოდი, ისევ ჩვენს ვიდეოს დავუბრუნდეთ.

კეტი-პატრას ტახტის თვალებიდან გადმოსული ენერგია კლავს ცალთვალა ბრიყვ მთხოვნელს. აი როგორია ილუმინატების "გოიმ" მსახურთა საბოლოო ხვედრი.

იგი ამ ხელის მთხოვნელის სამკაულებს პირში იტენის და ხარბ ბრიყვს ემსგავსება.

შემდეგი სასიძო "კეტი-პატრას" გაუმაძღარი გულის მონადირებას საკვების შეთავაზებით ცდილობს.

ეს ბიჭი ქეტი პატრას საკვებს იმისდა ანალოგიურად სთავაზობს, როგორც ღარიბი ერები უთმობენ თავიანთ რესურსებს გლობალურ ელიტას.

რა თქმა უნდა არც ამ მთხოვნელს წაუვიდა საქმე კარგად.

ბოლო მთხოვნელი მოიტანს იმას რაც ქეტი პატრას ნამდვილად სურს: ძალაუფლებას.

ეს ბიჭი ატარებს ილუმინატთა სიმბოლოს (არა ეგვიპტურს ), მას რაღაც განსაკუთრებული უნდა ქონდეს "კეტი-პატრასთვის".

"კეტი-პატრა" საჩუქრად იღებს ოქროს საფარქვეშ განათებულ გიგანტურ მცურავ პირამიდას.

ამ პირამიდის მნახველი "კეტი-პატრა" ნამდვილად მოიხიბლება, რადგანაც ეს სწორედ ის არის, რაც მას და ელიტას ნამდვილად სურთ: შეუზღუდავი ოკულტური ძალაუფლება მთელს მსოფლიოზე. განათებული პირამიდა არსებითად მთელს მსოფლიოზე ილუმინატთა მაღალტექნოლოგიურ კონტროლს წარმოადგენს.

როდესაც "კეტი-პატრა" ფეხს დაადგამს დაუმთავრებელ პირამიდას, ის გიჟური და ჯადოსნური შესაძლებლობებით განიმსჭვალება, ფრთებშესხმული აფრენას ლამობს და ეგვიპტურ ქალღმერთ აისისს ემსგავსება.


ქალღმერთი აისისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ოკულტურ საიდუმლო საზოგადოებებში, რადგან ის საიდუმლოთა გასაღებს წარმოადენს.

ვიდეოს დასასრულს "კეტი-პატრა" სუპერ ილუმინატი, ანუ ფრაონი ხდება, მთხოვნელი კი ჩიჰუაჰუად გადაიქცევა.

როგორია ვიდეოს მორალი? - ილუმინატები.



დასკვნა

საკმაოდ ძნელია იმის დაჯერება, რომ ვიდეოში, რომელიც სულ რაღაც 3 წუთი და 40 წამი გრძელდება, ამდენი სიმბოლოა დაფარული, და კიდევ უფრო დაუჯერებელია ის,რომ ზოგიერთ ადამიანს კიდევ არ სჯერა იმისა, რომ ხელოვნება დიდი ხანია ილუმინატთა ზრახვებს ემსახურება; ვერ ხედავს სიმბოლოთა ასეთ სიუხვეს, რომლის არეალი დიდი ხანია გასცდა მასმედიას და გვხვდება არა მარტო მუსიკაში, არამედ არქიტექტურაში, მწერლობაში და მხატვრობაშიც და, რომ ეს სიმბოლოები სულაც არაა შემთხვევითი, არამედ ოკულტური ელიტის შეფარვითი მინიშნებაა.

სიმბოლოების გარდა ეს ვიდეო კიდევ უფრო ბნელ აზრს შეიცავს. ესაა ილუმინატთა ვერაგული გეგმა: "კეტიპატრა" ხარბად იღებს რესურსებს სხვადასხვა ქვეყნის მმართველებისგან და შემდეგ მათ უმოწყალოდ ანადგურებს, რის გამოც საბოლოოდ ყოველგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილ "ფარაონად" იქცევა. ამაზე მეტი სიცხადე რაღა გინდათ?

მოკლედ, კეტი პერის "ბნელი ცხენი" ეს არის ილუმინატების პროპაგანდა, რომელიც ფერადი და მომხიბლავი სიუჟეტების გამოყენებით მიმართულია ბავშვებისკენ. ვიდეო კლიპი შეფარვით ასწავლის მათ, თუ ვინ აკონტროლებს მსოფლიოს და მათ საყვარელ სათაყვანო გმირებსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხმამაღლა და გარკვევით კი არ გადმოიცემა, არამედ ვითარც ბნელი ცხენი სიმბოლოების დახმარებით გვიახლოვდება.


http://www.apocalypse.ge/ax_katty_perry_2014.html

Комментариев нет:

Отправить комментарий